სამაგისტრო პროგრამის დასახელება: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
დადგენილების ნომერი №45160 (დანართი №65)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ფიქრია ასანიშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსები - 35 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო სასწავლო არჩევითი კურსები - 45 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS კრედიტი
თავისუფალი კურსები - 10 ECTS კრედიტი
დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა - საგამოცდო მასალები
სამაგისტრო პროგრამის მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელთაც ექნებათ როგორც მყარი თეორიული ცოდნა დარგისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ისე ამ ცოდნის გააზრების და პრაქტიკაში ვერბალური და წერილობითი გამოყენების უნარები.
პროგრამაზე მიღებისათვის მოითხოვება:
ბაკალავრის ხარისხი ან 5 წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი ნებისმიერ სფეროში; სასურველია გარკვეული ცოდნა შემდეგ სოციალურ მეცნიერებებში: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკური გეოგრაფია, საერთაშორისო ეკონომიკა, სამართალი, უცხო ენები;
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
სტანდარტული საგანაცხადო დოკუმენტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის;
გამოცდა საერთაშორისო ურთიერთობებში სპეციალური პროგრამით (50%);
გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) ან დადასტურება შესაბამისი სერტიფიკატით (TOEFL, IELTS, სხვა მათი ეკვივალენტური ტესტები) (30%);
გასაუბრება სპეციალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (საგანგებოდ შექმნილ კომისიასთან-20%).
კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გამონაკლისი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებული სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს:
საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად თეორიულ მიმართულებებს;
დიპლომატიის ისტორიის მთავარ საკითხებს;
თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის საკვანძო პრობლემებს;
დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს;
საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და განხორციელების საშუალებებს;
დიპლომატიური პრაქტიკის საფუძვლებს.
უნარი
კურსდამთავრებულს შეუძლია:
საერთაშორისო პოლიტიკის რთულ სიტუაციებში გარკვევა და სწორად ორიენტირება;
საერთაშორისო მოვლენების ღრმა ანალიზი და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება;
საგარეო პოლიტიკაში კომპეტენტური რჩევების მიცემა და კონსულტირება;
დიპლომატიურ მოლაპარაკებაში და პოლემიკაში მონაწილეობის მიღება;
საკუთარი მოსაზრებების ნათლად და მკაფიოდ გამოხატვა ქართულად და ინგლისურად;
საკუთარი პოზიციის არგუმენტირება, კვალიფიციური ოპონირებას და დასაბუთებული დასკვნების გამოტანა;
ვერბალური და წერითი კომუნიკაცია შესაბამის სფეროში; დაიცვას საკუთარი პოზიცია დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე, საჯარო დისკუსიებზე და წერილობით პოლემიკაში ეთიკისა და კამათის კულტურის სრული დაცვით;
დამოუკიდებლად სწავლა და ათვისებული ცოდნის სხვისთვის გადაცემა.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებული აცნობიერებს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნულ ღირებულებათა ურთიერთმიმართებას, ხელს უწყობს მათ დამკვიდრებასა და გავრცელებას შემდგომი საქმიანობის პროცესში.
კურსდამთავრებულები ძირითადად დასაქმდებიან საჯარო სამსახურში, პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიპლომატიურ სამსახურში, საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, სხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო დაწესებულებების საგარეო კავშირების დეპარტამენტებში, აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კერძო სექტორში.